ქართველმა სპორტსმენებმა, კახა კალაძის მხარდაჭერის ნიშნად, მისი
საარჩევნო სლოგანის ამსახველი ბანერი მყინვარწვერზე აიტანეს.
ბანერებს სლოგანით - "სიცოცხლით სავსე ქალაქი" ქართველი მთამსვლელები,
ასევე, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებშიც განათავსებენ - ამის შესახებ
სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან მშვილდაძემ "ქართული ოცნება
- დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატისა და სპორტის
ფედერაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრას ფიგურული სრიალის, სნოუბორდის, სამთო-სათხილამურო სპორტის,
ტრამპლინიდან ხტომის და ფრისთაილის ფედერაციების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ. კახა კალაძემ მათ ქალაქის განვითარების ხედვა, მათ
შორის, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სპორტის
პოპულარიზაციის მიმართულებით დასახული გეგმები გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები