პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულის მერობის
კანდიდატი თემურ ჩუბინიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
მერობის კანდიდატი ამჯერად, ჩხეიძის, ჭელიშვილისა და გამსახურდიას
ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და არსებული პრობლემების შესახებ
ინფორმაცია მოისმინა.
თემურ ჩუბინიძემ მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ბონდო კუბლაშვილი წარუდგინა და მუნიციპალიტეტში არსებული
პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
მასალის გამოყენების პირობები