"მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ქუთაისის მომავალს" – ამ სლოგანით
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში, ირაკლი
შენგელია, კამპანიას იწყებს.
"შემომიერთდით შეხვედრებზე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყობ გამარჯვების
ოლქში და გაიგეთ მეტი ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ. ასევე
შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ჩემს სოციალურ ქსელს facebook-ში და გაეცნოთ
კონკრეტულ დაპირებებს, რომელიც ქუთაისის მომავალს უკეთესობისკენ
შეცვლის" – მიმართავს შენგელია მოსახლეობას, რომელსაც არჩევნებზე
მოსვლისკენ და თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობისკენ
მოუწოდებს.
"მოქალაქის როლი და მათი ჩართულობა ადგილობრივ დონეზე
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დიდი მნიშნელობის მატარებელია.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ქუთაისის უკეთესი
მომავლის უზრუნველყოფაში. პირველი ჩართულობა ქალაქის განვითარებისთვის
არის არჩევნებზე მოსვლა და ხმის მიცემა ქუთაისის მომავლისთვის. ჩვენი
გუნდი მზად არის უზრუნველყოს ქუთაისის უკეთესი მომავალი და მე მზად
ვარ ვიყო გამარჯვების ოლქის აქტიური ხმა საკრებულოში" – აცხადებს
მაჟორიტარობის კანდიდატი.
შენგელიას თქმით, 2018 წლიდან ქუთაისში იქნება 18-24 საათიანი
წყალმომარაგება. ადმინისტრაციული ერთეულების ბაზაზე შეიქმენა
მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, რომლებშიც ქალაქის მაცხოვრებლები
საკუთარ სახლთან ახლოს, "ერთი ფანჯრის პრინციპით" მიიღებენ ყველა იმ
სერვისს, რომელთაც მათ ხელისუფლება სთავაზობს. დაინერგება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და მგზავრობის საფასურის
გადახდის თანამედროვე სისტემა.
კანდიდატი კაპანიის "მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით ქუთაისის
მომავალს" ფარგლებში, ადგილობრივებს ყოველდღიურად შეხვდება.
დაგეგმილია ასევე სხვადასხვა სახის აქტივობები.
მასალის გამოყენების პირობები