პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის
რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულ
ოცნებას" მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობისთვის ლაშა
კომახიძე, ხოლო ქობულეთში მირიან ქათამაძე იბრძოლებენ. ქედაში ლევან
გორგილაძის, შუახევში კი ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურები დასახელდა.
ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოში გოჩა მელაძე
იქნებიან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა,
"ქართული ოცნება" ამ ადამიანებს სრულ ნდობას უცხადებს. გიორგი
კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ისინი არჩევნებში დამაჯერებელ
გამარჯვებას მოიპოვებენ.
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში,
კახეთსა და გურიაში. პრემიერი კანდიდატებს, საქართველოს მასშტაბით,
ყველა რეგიონში წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები