"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ტყიბულის მერობის
კანდიდატმა, თემურ ჩუბინიძემ, ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო.
მერობის კანდიდატი ტყიბულელებს პარლამენტარმა, ტყიბული-თერჯოლის
მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ
დალაქიშვილი და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძე.
შეხვედრაზე თემურ ჩუბინიძემ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს ნდობის
გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეეცდება
ერთგულად ემსახუროს თითოეულ ტყიბულელს. მისივე განცხადებით, მერად
არჩევის შემთხვევაში, იგი ყველა პროგრესულ იდეასა და ინიციატივას
მხარს დაუჭერს.
პირველი შეხვედრა მერობის კანდიდატმა ცუცხვათის მოსახლეობასთან
გამართა და ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ
ჩიხლაძე წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები