წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ადგილობრივი საკრებულოს
წარმომადგენლებმა, მერობის კანდიდატი გია იოსელიანი და მაჟორიტარობის
კანდიდატები, ბადრი პაპავა და ლაშა კაკრიაშვილი წარუდგინეს.
მხარდამჭერებს კანდიდატებმა სიტყვით მიმართეს და წყალტუბოს
განვითრების საკუთარი ხედვები გააცნეს. ასევე, ისაუბრეს იმ
საჭიროებებზე, რომელიც ყველაზე აქტუალურია ადგილობრივებისთვის.
"დღეს პირველად შევხვდი მოსახლეობას თბილისის ქუჩაზე. მათ ძალიან
თბილად მიმიღეს და ვისაუბრეთ მათთვის აქტუალურ თემებზე. ჩემის მხრივ,
ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავამართლო ეს ნდობა და მათი პრობლემების
მოგვარებაზე მთელი ძალისხმევით ვიმუშავო" - განაცხადა გია
იოსელიანმა.
მასალის გამოყენების პირობები