"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა
ქალაქ მუზეუმში ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს, ქალაქ მუზეუმის ოლქის
მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჭეიშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს
ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.
"იდეიდან-შესრულებამდე" გასავლელი გზის მხარდასაჭერად კანდიდატი
კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. გიორგი ჭეიშვილმა ამომრჩეველთან
პირისპირ შეხვედრაზე, ყურადღება იმ პროექტების განხორციელებასა და
გეგმებზე გაამახვილა რომელიც მისი, და პარტია "ქართული ოცნება
-დემოკრატიული საქართველოს" გამარჯვების შემთხვევაში უპირობოდ
შესრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტები, მეტი დასაქმება, სოციალური სტაბილურობა.
ეს იმ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია რაზეც საუბარი კანდიდატსა და ხალხს
შორის გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები