"ჩვენი გუნდის მთავარ ამოცანას იმ პრობლემების დროული მოგვარება
წარმოადგენს რომლებიც თქვენ გაწუხებთ. არ დაგპირდებით იმას, რასაც ვერ
შევასრულებთ",
- განაცხადა სულხან-საბასა და ვაკისუბნის ოლქში "ქართული ოცნების"
საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა რიჟამაძე
მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ამჯერად, კანდიდატი თაბუკაშვილის №98 ბინაში იმყოფებოდა, სადაც
კოდორიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. მამუკა
რიჟამაძემ ამომრჩეველთან ერთად ყველა იმ საკითხზე ისაუბრა,
რომელიც მათთვის პრიორიტეტულია. საარჩევნო პროგრამა და გუნდის
სამომავლო გეგმებზე ისაუბრა დეპუტატობის კანდიდატმა თაბუკაშვილის №179
და №181 -ში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური პრობლემების მოგვარება და
ჯანდაცვა, ეს ის საკითხებია რაზეც კანდიდატს მოსახლეობასთან
შეხვედრისას საუბარი უწევს.
მასალის გამოყენების პირობები