პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში, გურიის
რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის პარტიის
სახელით, სამი კანდიდატი იბრძოლებს.
ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება; ლანჩხუთის -
ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა.
მთავრობის მეთაურმა მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში
წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მათ სრულ ნდობას
უცხადებს.
პრემიერ-მინისტრი მერობის კანდიდატებს საქართველოს მასშტაბით, ყველა
რეგიონში წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები