ჭიათურის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოდან" პაატა ნადირაძე ხვაშითის ადმინისტრაციულ ერთეულში
შემავალი სოფლების: ხვაშითის, ზედა ჭალოვანის, კვახაჯელეთისა და
ვაკევისას მოსახლეობას შეხვდა.
გამართულ შეხვედრებზე პაატა ნადირაძემ აქცენტი ქართული ოცნების
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯანდაცვის სფეროში განხორცილებულ
რეფორმებზე გააკეთა.
"თითოეულმა თქვენგანმა იგრძნო ის სიკეთეები, რომელიც "ქართული
ოცნების" ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროში განახორციელა. დარწმუნებული
ვარ, ამ მიმართულებით კიდევ მრავალი პროექტი განხორციელდება და სწორი
ნაბიჯი კვლავაც გადაიდგმება", - აღნიშნა ჭიათურის მერობის
კანდიდატმა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას პაატა ნადირაძემ ხვაშითის ადმინისტრაციულ
ერთეულში განსახორცილებელ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც
ისაუბრა.
დღესვე, ჭიათურის მერობის კანდიდატმა პაატა ნადირაძემ მოსახლეობას
საკუთარი ხელით გადასცა გაზეთები, სადაც მმართველი გუნდის მიერ
ჩატარებული რეფორმები და მიღწევებია ასახული.
მასალის გამოყენების პირობები