პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის
კანდიდატი კახა კალაძე, მოქალაქეებს, რომელთაც თბილისის განვითარებაში
მონაწილეობის სურვილი აქვთ, თანამშრომლობას სთავაზობს.
როგორც კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განაცხადა,
მოქალაქეების მხრიდან ბევრი სატელეფონო ზარი და შეტყობინება
განხორციელდა, რომლებიც ინტერესდებიან, თუ როგორ შეიძლება ჩაერთონ იმ
პროცესებში, რაც თბილისის განვითარებისთვის უნდა დაიწყოს და სად
შეიძლება წარადგინონ საკუთარი იდეები ამ მიმართულებით.
"ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა თბილისის გულშემატკივართა
თავშეყრის ადგილი, სადაც მოვლენ ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ
მონაწილეობა მიიღონ ქალაქის განვითარებაში. ეს ადგილი იმუშავებს
ყოველდღიურ რეჟიმში, შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ
თქვენი იდეები, ხედვები - ჩვენ მზად ვართ, გავიზიაროთ", - განაცხადა
თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და
აღნიშნა, რომ ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის.
რუსთაველის გამზირზე, პარტია "ქართლული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა კლუბი
გაიხსნა, რომელსაც თემურ მიქალაძე უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები