ხარაგაულის მოსახლეობას დღეს, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს" მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე წარუდგინეს.
მერობის კანდიდატი ხარაგაულის მოსახლეობას, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, პარლამენტის
მაჟორიტარმა დეპუტატებმა - გიორგი კახიანმა, ზაზა გაბუნიამ და
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა წარადგინეს.
დავით სერგეენკომ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მერობის
ყველა კანდიდატი განსაკუთრებული სიფრთხილითა და პროფესიონალიზმითაა
შერჩეული.
ნიკოლოზ თოფურიძემ შეხვადრაზე მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და
აღნიშნა, რომ მისი მერობის პირობებში, ხარაგაულის ყველა სოფელში
რეაბილიტირებული გზა იქნება, რასაც გარე განათებისა და სოფლების
გაზიფიცირების საკითხის მოგარება მოჰყვება.
შეხვედრას ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეულებისა და დაბის
მოსახლეობა ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები