რეკლამა
არჩილ თალაკვაძე: წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს (R)
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საარჩევნო პროცესში ასევე, ფუნქციონირებს უწყებათაშორისო კომისია, რომელიც ნებისმიერი მხარის პრეტენზიასა თუ საჩივარს განიხილავს და კანონით განსაზღვრული წესით რეაგირებასაც მოახდენს.

"ყურადღებით გავეცანით ანგარიშს. თუ შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ ფუნქციონირებს ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები, რატომ ხორციელედება ინფრასტრუქტურული პროექტები, რატომ მიდის სწრაფი ტემპებით სივრცითი მოწყობის პროცესები და ის პროექტები, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დავაანონსეთ, ვფიქრობ, აქ პასუხი ერთადერთია - ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩვენო დაპირება იყო სწრაფი განვითარება, შესაბამისად, ჩვენ მმართველობის ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ სამედიცინო მომსახურების პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვმუშაობთ საინვესტიციო მიმართულებით", - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

თალაკვაძის განცხადებით, ეს არის სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირების პროცესი, რაზეც მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აქვს აღებული და საზოგადოებაც ხელისუფლებისგან სწორედ ამას ელის.

რაც შეეხება ე.წ. ფეიკგვერდებს, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელებში კახა კალაძის წინააღმდეგ ასეულობით ყალბი, ე.წ. ფეიკგვერდია გვერდია შექმნილი.

"წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ, კონკურენტუნარიან პირობებში მიმდინარეობს, რაც ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს, ჩაატაროს შეხვედრები, ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დეპატებში", - აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

არჩილ თალაკვაძემ მხარდამჭერებს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს თხოვნით მიმართა, თბილისის მერობის კანდიდატის მხოლოდ ისარგებლონ ავტორიზებული გვერდით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.