რეკლამა
კახა კალაძე: "ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია" (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები ერთიანი ძალებით მოგვარდება.

ამის შესახებ მან გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

"ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ჩემი ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი. ეს ჩემთვის ძალიან გასაფრთხილებელია. ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საკუთარ რეპუტაციას. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის და სწორედ ამ პრინციპებით ვაღწევდი წარმატებას. მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს", - მიმართა კახა კალაძემ მხარდამჭერებს.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს.

"მინდა, რომ 21 ოქტომბერს თბილისი იყოს გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს დამოკიდებულია თითოეულ თქვენგანზე. მინდა გამარჯვება გისურვოთ თქვენს ოჯახებთან ერთად", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვეს და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.