რეკლამა
დავით სერგეენკო: "კახა კალაძე ის ადამიანია, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია" (R)
FaceBook
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს მხარდაჭერას უცხადებს.
დავით სერგეენკო კახა კალაძესთან ერთად, გლდანში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს.

როგორც სერგეენკომ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, კახა კალაძის გამარჯვება ქალაქზე პოზიტიურად აისახება.

"ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, თქვენთან შეხვედრა. შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ ის წლები, რაც მე კახა კალაძის გვერდით მუშაობაში გავატარე, მაძლევს რწმენას და მოლოდინს, რომ ის რეალურად, მნიშვნელოვნად პოზიტიურ ხელს დაატყობს ქალაქს - ქალაქს, რომელსაც ყოველთვის აქვს და ექნება გამოწვევები", - მიმართა სერგეენკომ შეხვედრის მონაწილეებს.

მისივე შეფასებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატს ღირსეული გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია.

"კახა კალაძე ნამდვილად ის ადამიანია, ვისაც ბრწყინვალე გუნდის შეკრება და დასახული მიზნის მიღწევა შეუძლია. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ადამიანის ტკივილი სტკივა და მისი სიხარული უხარია. ეს ყველაფერი მაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ ერთად ნამდვილად შევძლებთ, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი გავხადოთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვა და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.