კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები
განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური
პროექტების განხორციელება იგეგმება,
- ამის შესახებ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი
განაცხადა.
"ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების
მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი
კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები" - აღნიშნა
პარლამენტის დეპუტატმა.
მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ "ქართულმა ოცნებამ"
ღირსეული კანდიდატები შეარჩია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კახეთის რეგიონის
მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები