ცაგერის, ლენტეხის ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა
ენუქიძემ და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ
დანელიამ, ონის მოსახლეობას "ქართული-ოცნების" ონის მერობის კანდიდატი
ემზარ საბანაძე წარუდგინეს.
შეხვედრა ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის პარკში გაიმართა, სადაც ოთარ
დანელიამ და გოჩა ენუქიძემ ონის განვითარების სამომავლო
პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა მერობის კანდიდატს წარმატება უსურვეს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს.
ემზარ საბანაძე მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული
ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა
რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები