რეკლამა
კახა კალაძე: შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება, რათა თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისი ინკლუზიური ქალაქი გახდეს, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.
ამის შესახებ მან ქალაქის სოციალურ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა და საზოგადოებას ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო.

"ჩვენ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. მახსოვს წლები, როდესაც უფულობოს, უსახსრობის გამო, ადამიანები სამწუხაროდ, საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ, თუმცა დღეს, ძალიან განსხვავებული რეალობა გვაქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია", - განაცხადა კახა კალაძემ და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აუცილებლად გაგრძელდება, დაიხვეწება და გაფართოვდება ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამები. ასევე, მოხდება სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის გაძლიერება და მისი ავტოპარკის განახლება.

"მერია იზრუნებს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების უზრუნველყოფაზე ღირსეული საცხოვრებლით; ძალიან აქტუალურია ქალაქის ინფრასტრუქტურის ადაპტირების საკითხი შშმპ-ებისთვის; განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, რათა თბილისი გახდეს ინკლუზიური ქალაქი. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვადასხვა ობიექტების ადაპტირება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.