"ვიქნები ქალაქის ის მერი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის
აღმშენებლობაში. მინდა, რომ ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქალაქს.
შევეცდები, ღირსეულად ვემსახურო ჭიათურას," - განაცხადა პაატა
ნადირაძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს
ჭიათურის მერობის კანდიდატად წარადგინა.
პაატა ნადირაძე აქამდე იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის
პოზიციას იკავებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მხარდამჭერებს დღეს
ქუთაისში შეხვდა და მათ იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატები
წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები