რეკლამა
კახა კალაძე: „ძლიერი თვითმმართველობა ძლიერი საქართველოა“ [R]
FaceBook
ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე და მთლიანობაში, შემდგარი, თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე - აშენოს ქვეყანა, იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.



კახა კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოში თვითმმართველობის სწორად ორგანიზება და განვითარება მოხდეს, რადგან სწორედ ძლიერ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული ქვეყნის ძლიერება.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის სრულყოფისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

"ქართული ოცნება ეს არის გუნდი რომელიც ქმნის საქართველოს რეალობას - პერსპექტიულს და პროგრესულს. ჩვენი ოცნებაა, ჩვენს შვილებს ქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელს მსოფლიოში - მშვიდი, უზრუნველყოფილი და განვითარებული", - განაცხადა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა.

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა დაიწყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.