წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, "ქართული ოცნება -დემოკრატიული
საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ
ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფლავის, ფლავისმანისა და
ქერეს მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში
განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა.
"ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი
მოსახლეობის დასაქმებაა. ჩვენი გუნდი შემდგომი 4 წლის განმავლობაში
განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის
სწრაფ განვითარებასა და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200
ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი
შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი",-განაცხადა თემურ
ხუბულურმა.
მასალის გამოყენების პირობები