"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის
გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე
ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით
სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი,
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ბორჯომი-ასპინძის
ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და ახალქალაქი -
ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი დაესწრნენ.
მათ ქალაქ ვალეს მოსახლეობას გიორგი კოპაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
როგორც გიორგი კოპაძემ შეხვედრისას განაცხადა, მოსახლეობა 30
ოქტომბერს თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს.
"30 ოქტომბერს მეორე ტურია! 30 ოქტომბერს თქვენი ხმა იგებს! თქვენ
თავად განსაზღვრავთ საკუთარ მომავალს! "–აღნიშნა მან.
დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე და გოჩა ცოფურაშვილი ვალის
დასახლებაში არსებულ პრობლემებს პირადად ადგილობრივებისგან
გაეცნენ.
პრობლემათა დიდი ნაწილი უკვე არის გათვალისწინებული 2017 წლის
პროგრამებში, რომელთა განხორციელების შედეგად სოციალური მდგომარეობა
კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ადგილობრივებმა ვალეში გახსნილი
საზოგადოებრივი ცენტრისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯანდაცვის მინისტრი
ვალელებს სამედიცინო ცენტრის გახსნას დაჰპირდა.
მასალის გამოყენების პირობები