რეკლამა
„ქართული ოცნების“ გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.

მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვიავის, მარანას , დიცისა და ქორდის მოსახლეობას შეხვდა. თემურ ხუბულურმა ადგილობრივებს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობისკენ და ქვეყნის უკეთესი მომავლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მე მჯერა ჩემი რაიონის მოსახლეობის . მათ არაერთხელ გამომიცხადეს მხარდაჭერა და ნდობა,მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს 30 ოქტომბერს მივიდეს საარჩევნო უბანზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე დაკისრებული მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს, რამეთუ მათი სწორი არჩევანი ჩვენი ქვეყნის ნათელი ხვალინდელი დღის საწინდარია",-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"ჩვენმა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში მთელი რიგი ბარიკადები და პრობლემები დაძლია, ყველა სფერომ ფუნდამეტური და ამავდროულად ნაყოფიერი ცვილებები განიცადა. გატარებული რეფორმები მხოლოდ ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალსა და კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება.ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება.გაგრძელდება ხარჯების ოპტიმიზაციის უწყვეტი პროცესი, რაც მიმართული იქნება სახსრების გამოთავისუფლებაზე და მათ გადანაწილებაზე პრიორიტეტული მიმართულებებით. ამასთან, შეიზღუდება ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების კუთხით, გაგრძელდება მეწარმეობის ხელშეწყობის არსებული პროგრამები, მოხდება მათი ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით. "ქართული ოცნება" გააგრძელებს სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას.მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს",- განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.