რეკლამა
თემურ ხუბულური გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში" ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური მოსახლეობას შეხვდა.

იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: აძვის, ახალუბნის, ქვემო არცევის, ქვეშისა და ჯარიაშენის მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს 30 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ და საქართველოს უკეთესი მომავლის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

"მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. ჩვენ წინ კიდევ ერთი ბრძოლა გველის და სულ მოკლე დროში ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. 8 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო დემოკრატიის ნიმუში. ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება. დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დემოკრატიის ხარისხი კვლავ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს და თითოეული ამომრჩევლის ხმა სათანადოდ იქნება დაცული",-განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა 2012 წლიდან დღემდე ქვეყანაში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

"დღეს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ჯანდაცვა, მკვეთრად შემცირდა უმუშევართა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რიცხვი და რაც ყველაზე მთავარია- სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის სიტყვისა და აზრის თავისუფლებას. 2020 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ბევრად უკეთეს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პრობლემები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი",-აღნიშნა " ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.