რეკლამა
"ქართული ოცნების" აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატებმა მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში, მხარდამჭერთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.

ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ყველა კანდიდატი - ფატი ხალვაში, ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ნუკრი ბეჟანიძე, ილია ვერძაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე, მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე, ხვიჩა შარაშიძე, დავით გაბაიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ცოტნენ ანანიძე, დავით თედორაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე, გიორგი მანველიძე და ნატალია ზოიძე.

მაჟორიტარობის კანდიდატებმა შეკრებილებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული პროექტები გააცნეს. შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საპატიო ბათუმელები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ახალ ინვესტიციებზე.

"არაჩვეულებრივი მუხტია, არაჩვეულებრივი განწყობაა. ჩვენ ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. გამარჯვებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ პროექტზე, თუ რა კეთდება ბათუმში, ახალ ინვესტიციებზე ჩვენს ქალაქში, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, რომელსაც ორი დღის წინ ჩაეყარა საფუძველი. ასევე, სტადიონზე, რომელიც აუცილებლად ექნება ქალაქს სულ მალე. დღეს მართლაც არაჩვეულებრვი შეხვედრა იყო. ჩვენ ხალხმა მოგვცა მანდატი. დღეს ჩვენ გავაცანით მათ მომავალი 4 წლის გეგმები. ხალხთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ წარმატებებს",-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.