ირაკლი კობახიძე – სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას (R)
14:47 / 06.10.2016
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი გივი
თარგამაძის საქმეზე განცხადებას აკეთებს.
"ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი
შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის"
მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი, ბუნებრივია,
ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინცდამაინც
ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების
მიმდინარეობას. კვალიფიკაციის მინიჭება საქმისთვის არის
სამართლადამცავი ორგანოების კომპეტენცია. მათ მიანიჭეს საქმეს ის
კვალიფიკაცია, რომელიც მიანიჭეს, დანარჩენს უკვე გამოძიების
მიმდინარეობა გვაჩვენებს. თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო,
დავუშვათ ტერაქტი ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში,
ბუნებრივია, სამართლდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას.
ბუნებრივია, ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში
ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილი არის გარკვეული პროვოკაციები
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ
საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ
საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს," - აცხადებს
ირაკლი კობახიძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები