რეკლამა
გედევან ფოფხაძე ადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების-სადგერის, ტბის და ცემის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. გედევან ფოფხაძემ პარტია ,,ქართული-ოცნების" 4 წლიან მიღწევებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მშვიდ საარჩევნო გარემოს.

"ჩვენ კარგად გვახსოვს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, თუ რა რთულ პირობებში გვიხდებოდა ბრძოლა, გვახსოვს სპეცდანიშნულების რაზმის შემოსვლა ბორჯომში, ისინი ემზადებოდნენ საარჩევნო უბნების დასარბევად, თუმცა მათ, ეს არ გამოუვიდათ",-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი სოციალურ პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებს შეეხო.

"ქართული ოცნება" იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა უკეთეს პირობებში იცხოვრონ,"-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.