რეკლამა
თამარ ჩუგოშვილი - სულ მალე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპაში (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ავრცელებს.

"დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, შედგა საბოლოო პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის წევრს ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას," - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

იგი საქართველოს მოქალეებს ამ გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს.

"ვულოცავთ ჩვენს მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, დარწმუნებულები ვართ, სულ მალე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპის ქვეყნებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს არის ჩვენის აზრით ნათელი დადასტურება იმის, რომ ევროპა ცალსახად აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და პოზიტიურად აფასებს იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. დღევანდელი გადაწყვეტილება ასევე არის ნათელი მტკიცებულება და დადასტურება იმის, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მიუხედავად სხვადასხვა დესტრუქციული მცდელობებისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გაიმარჯვების შემდეგ, კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად გავაგრძელებთ ამ პოზიტიურ განვითარებას," - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.