ოთარ დანელიას მარტვილში "რესპუბლიკური პარტიის" 60 წევრი მხარდაჭერას უცხადებს (R)
15:24 / 05.10.2016
ოთარ დანელიას "რესპუბლიკური პარტიის" მარტვილის რეგიონალური
ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა.
"გააზრებული გვაქვს რა რეგიონში არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური
ვითარება და ვითვალიწინებთ მიმდინარე პროცესებს, რესპუბლიკური პარტიის
მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, დავდგეთ
ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე მაღლა და მხარი დავუჭიროთ იმ
პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ვხედავთ ჩვენი რეგიონის განვითარების
ერთადერთ გზას!
მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სრული შემადგენლობით, 60 წევრით ჩვენ
ვუერთდებით "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ
კურსს და ნდობას ვუცხადებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს
მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას. ჩვენს რიგებშია მარტვილის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" ყველა წევრი.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას,რომ გააკეთონ სწორი
არჩევანი!"-ამის შესახებ განხადება მარტვილის შტაბში რეპუბლიკური
პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა
ბაღიშვილმა გააკეთა.
მოქალაქეთა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მარტვილის საოლქო
ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ხუნწელიამ მადლობა
გადაუხადა რესპუბლიკური პარტიის წევრებს და აღნიშნა, - "ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ქვეყნის
განვითარების სამსახურში, მხარი დავუჭიროთ პარტია "ქართული ოცნება
დამოკრატიულ საქართველოს" და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს
მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები