"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-13 ოლქის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შოთა ხაბარელმა, საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან
შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი,
დიმიტრი ხუნდაძე, ლერი ხაბელოვი.
"აქ თქვენთან იმიტომ, რომ გამოვხატო ჩემი თანადგომა შოთა ხაბარელის
მიმართ, რომელიც ჩემი დიდი ხნის მეგობარია. მისი გამარჯვება ჩემი
გამარჯვებაა. თუ თქვენთვის ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, ეს არის
შოთა ხაბარელი. კარგად დაფიქრდით და სწორი არჩევანი გააკეთეთ. ყველას
მოგიწოდებთ, რომ ღირსეული ადამიანი აირჩიოთ",- მიმართა მსახიობმა კახი
კავსაძემ შეხვედრის მონაწილეებს.
მასალის გამოყენების პირობები