ოზურგეთში "ქართული ოცნების" მხარდასაჭერი კონცერტი მოეწყო (R)
14:20 / 05.10.2016
ქალაქ ოზურგეთში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარდამჭერი კონცერტი მოაწყო.
მასში მონაწილეობა თემო მჟავიამ, ფაქომ (ლევან გოგორელიანი), ნინი
გოგიჩაიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, ნათია დუმბაძემ, ნუცა ბუზალაძემ,
თიკა მახალდიანმა და "Funky House Band"-მა მიიღეს.
„ჩვენმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ოზურგეთისთვის ძალიან მაგარი
კონცერტი მოაწყო. ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და
ოზურგეთი გადავა სწრაფი განვითარების ეტაპზე, რომელსაც ჩვენი გუნდი
უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს 9 ოქტომბრიდან
ექნება მშვიდი, სტაბილური განვითარების შესაძლებლობა“ - განაცხადა
კონცერტის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.
კონცერტის თანაორგანიზატორი ცნობილი ამერიკული კომპანია "Basla
Productions" გახლდათ. ღონისძიება გრანდიოზული ფეირევერკით
დასრულდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები