რეკლამა
ზაქარია ქუცნაშვილი სპორტსმენებს შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი სპორტსმენებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა ქართული სპორტის განვითარების შესაძლებლობებზე და იმედი გამოთქვა რომ ყოველწლიურად ინტერესი ქართული სპორტის მიმართ უფრო გაიზრდება.

"თქვენ, ქართველ სპორტსმენებს უდიდესი ამაგი გაქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე, მრავალჯერ ასახელეთ ჩვენი სამშობლო",-აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მთავარი მიზანია, სწორედ სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავძლიოთ ნარკომანია, როგორც 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მშვიდ წინასაარჩევნო გარემოსაც.

"იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩაივლის და ყოველგვარი აგრესიისა და ძალდატანების გარეშე იქცევა იმ შეჯიბრად, სადაც, მხოლოდ ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ. სპორტიც და პოლიტიკაც ძლიერ, ღირსეულ და კაცთმოყვარე ადამიანებს ეკუთვნით",-აღნიშნა ქუცანშვილმა.

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ზურა ზვიადაური, მსოფლიო ჩემპიონი ავთო ცინცაძე, თბილისის "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელი გია პაპიაშვილი, ძიუდოისტი თამაზ კარიაული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები
ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
16:05 / 25.12.2024
ქუთაისში, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს მოხალისეები ახალი წლის ღამეს საჩუქრებით ესტუმრებიან.
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი
ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს
გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
11:25 / 19.12.2024
• საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუნებრივ გარემოში გაუშვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.