ირაკლი კობახიძე - რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია (R)
11:46 / 03.10.2016
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი,
ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ სიცრუესთან და სიყალბესთან
დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა
"რუსთავი2"-ის მეშვეობით პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში გავიხსენებთ იმას, რომ გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის
სიტყვები, ისე იყო წარმოჩენილი მისი სიტყვები, რომ თითქოს ის
მიიჩნევდა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი,
სინამდვილეში მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი.
საუბარი იყო იმაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ "ნაციონალური
მოძრაობის" რეიტინგი, მხარდაჭერა შეადგენს 150 ათას, 200 ათას კაცს,
რაც პროცენტებში რომ გადავიყვანოთ არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30%.
30%-ი სიტყვები იყო ნათქვამი საერთოდ სხვა კონტექსტში, ეს ყველაფერი
ძალიან კარგად ჩანდა ვიდეო ჩანაწერიდან, რომელიც იყო გავრცელებეული,
თუმცა კიდევ ერთხელ ყალბი ფორმით მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს ტელე
მაყურებელს. გარდა ამისა, იმავე დღეს, მომდევნო დღეებში "რუსთავი2"-ის
ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ცდილობდნენ ჩვენი წარმომადგენლების,
პოლიტიკოსების, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეცდომაში
შეყვანას. ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი
კითხვების დასმას და იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ 30 %-ი
რეიტინგი ნაც.მოძრაობის შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მიზანს
რეალურად ვერ მიაღწიეს იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 30 %-ი
მაჩვენებელი ნაც.მოძრაობის არის არის მთლიანად აცდენილი რეალობას.
კიდევ ერთხელ, ნაც.მოძრაობის რეიტინგი არის ბევრად ნაკლები,
რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე 30%. რეალურად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის
სიტყვების გაყალბება საბოლოო ჯამში ნიკა გვარამიას დასჭირდა
გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი.
გაყალბებულია აბსოლუტურად ის მაჩვენებლები, რომლებიც შემოგვთავაზეს
ჩვენ "რუსთავი2"-ის მეშვეობით. ეს კვლევა მოგეხსენებათ ჩაატარა
ნაც.მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა
ორგანიზაციებმა, საველე ორგანიზაციები სწორედ მის მიერ ჩატარდა
"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აპილაციის შესახებ
ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება.
ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიას მხრიდან, "რუსთავი2"-ის
მხრიდან მისი ხელმძღვანელობით სამწუხაროდ, სიყალბეს და სიცრუეს.
აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას ეს
ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის
შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებულია აქვთ ნაციონალური მოძრაობის
ლიდერებს. მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას. ჩვენ კიდევ ერთხელ
დაფავიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება
არ უწერია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "რუსთავი2"-ს ბოდიში
მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის. ჩვენ მოგაწვდით
ვიდეო მასალას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი
ბიძინა ივანიშვილის სიტყვები არის გაყალბებული. მას არცერთხელ არ
უხსენებია, რომ ნაც. მოძრაობას აქვს 30%-ი რეიტინგი. რეალურად, ნაც.
მოძრაობის რეიტინგი არის რამდენჯერმე ნაკლები 30%-იან მაჩვენებელზე,"
- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები