"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის
კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმართველობის
წარმომადგენლებთან ერთად საცურაო აუზის გახსნას დაესწრო.
ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის "ბლექსის" ფილიალი ზესტაფონში
ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და 1500-მდე პირის მომსახურებას
შეძლებს.
"ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია არის ჩვენი მთავრობის
ერთ-ერთი მათავარი პრიორიტეტი. დღეიდან ზესტაფონს ახალი
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შეემატა, რაც ახალგაზრდებში
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს არის
შესაძლებლობა, თითოეული მოქალაქე დაკავდეს სპორტული აქტივობით.
ვულოცავ ზესტაფონელებს და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიყო ამ
პროცესის მონაწილე", - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
ამ ეტაპზე ცენტრის შემადგელობაში 3 საცურაო აუზია.
უახლოეს მომავალში კომპლექსს ფიტნეს კლუბი შეემატება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები