ზურაბ პატარაძე, სოზარ სუბარი და გოდერძი ჩანქსელიანი სოფელ სამღერეთში მცხოვრებ აჭარიდან ჩასახლებულებს შეხვდნენ (R)
12:28 / 01.10.2016
ამომრჩევლებთან შეხვედრამდე მათ ახალი, თანამედროვე სტანდარტებით
აშენებული სკოლა დაათვალიერეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ
პატარაძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და "ქართული
ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
გოდერძი ჩანქსელიანი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში მცხოვრებ
აჭარიდან ჩასახლებულებს შეხვდნენ.
ამომრჩევლებთან შეხვედრამდე მათ ახალი, თანამედროვე სტანდარტებით
აშენებული სკოლა დაათვალიერეს და საბავშვო ბაღის მშენებლობის
მიმდინარეობას გაეცნენ. შეხვედრაზე კი, მთავრობის მიერ განხორციელებულ
პროექტებზე ისაუბრეს.
როგორც გოდერძი ჩანქსელიანმა აღნიშნა, "ქართული ოცნების"
მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი, მთავრობის წამომადგენელი ყოველთვის
ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე და სოფელ
სამღერეთში ზურაბ პატარაძისა და სოზარ სუბარის სტუმრობაც ამის
დადასტურებაა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები