„ქართული ოცნების“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ (R)
17:07 / 28.09.2016
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრები საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით,
დიპლომატებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე
ისაუბრეს.
"მათ ვესაუბრეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის
მივაწოდეთ ინფორმაცია იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ
ვსაუბრობთ. საუბარია დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს
"ნაციონალურ მოძრაობას". გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი.
ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი საერთაშორისო
პარტნიორების ჩართულობა, რათა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი ექსცესი,
ყოველგვარი დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს არჩევნები ჩავატაროთ
მაქსიმალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში", - განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები