საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მაჟორიტარობის
კანდიდატმა
შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონში დევნილებთან და ადგილობრივ
მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს.
მინისტრმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა დევნილების პრობლემები ადგილზე
მოისმინეს და მხარდაჭრა გამოხატეს მათი უფლებების დაცვის კუთხით.
"გავმართეთ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა იმ
პრობლემაზე და ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ ადამიაებს აწუხებთ და ეს
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მოგეხენებათ, 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საკითხი და პრობლემა
გადაიჭრა და სახელმწიფო ბევრს აკეთებს ამ ადამიანების დასახმარებლად.
ჩვენ მაქსიმალურად ვდილობთ მათ გვერდით დავუდგეთ" - განაცხადა შალვა
კიკნაველიძემ.
"ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 8 ოქტომბერს, იმიტომ, რომ
მომდევნო 4 წლის სტაბილური განვითარება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი,
მათ შორის დევნილებისთვის განსაკუთრებული პროგრამების განხორციელება
და მათი უფლებების დაცვა. ყველა ხედავს, რომ ამდენი სახლი
დევნილებისთვის არ აშენებულა არასდროს და ყოველგვარი ძალადობის გარეშე
მათი უფლებების დაცვით მიმდინარეობას მათი პრობლემების მოგვარება.
დარწმუებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერა ექნება შალვა კიკნაველიძეს,
ჩვენს კანდიდატს და ქართულ ოცნებას" - განაცხადა სოზარ სუბარმა
მასალის გამოყენების პირობები