რეკლამა
შალვა კიკნაველიძე არასამთავრობო ორგანიზაციის "ზესტაფონელი ქალბატონები" დაფუძნებას დაესწრო (R)
FaceBook
დღევანდელ შეხვედრაზე ზესტაფონის მკვიდრი აქტიური ქალბატონები შეიკრიბნენ და ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ დააფუძნეს.

ღონისძიებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დაესწრო.

ორგანიზაციის „ზესტაფონელი ქალბატონები“ თავმჯდომარემ შეხვერდაზე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელზეც აღნიშნული ორგანიზაცია დღეიდან იმუშავებს. შეხვედრაზე შეკრებილ ქალბატონებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ, სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„მივესალმები ჩვენს ქალაქში ქალთა საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურებას. თითოეული ზესტაფონელის ჩართვა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ციალას მოწვევისთვის და იმ ინიციატივისთვის, რომელიც ზესტაფონის განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად შევძლებთ ზესტაფონის და ზესტაფონელებისთვის არაერთი სასიკეთო საქმის გაკეთებას“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციალა ნებიერიძემ შეხევდრაზე ქალთა პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

„ჩვენი ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ აქტიურად ჩაერთვება იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც აწუხებს ქალბატონებს ზესტაფონში. მათ შორის ჩვენი მიმართულება იქნება ქალთა უმუშევრობის საკითხები და მისი მოგვარებისთვის განვახორციელებთ არაერთ პროექტს. მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო თითოეულ ზესტაფონელ ქალბატონს, რათა შევქმნათ უკეთესი მომავალი“ - მიმართა ციალა ნებიერიძემ შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.