"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
არჩილ თალაკვაძე სოფელ ბაღდადისა და სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას
შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას "ქართული ოცნების" საარჩევნო
პროგრამა წარუდგინა და ისაუბრა სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მათი
გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.
"აქ მოვედი იმისთვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვიდგე
თქვენს გვერდით. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველას
მოგეცეთ უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ, 8 ოქტომბერს
აუცილებლად გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად შევუდგებით ქვეყნის სწრაფ
განვითარებას" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები