რეკლამა
"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები კლინიკა "რუსთავში" ამომრჩევლებს შეხვდნენ (R)
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კლინიკა "რუსთავის" ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შეხვდნენ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ კლინიკის სამედიცინო პერსონალთან "ქართული ოცნების" ახალი პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ეხება. მისი თქმით, ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომელიც მოქალაქეთა ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

"ქართული ოცნების" მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო. დღესაც, ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება "ქართული ოცნების" პრიორიტეტად რჩება",-განაცხადა პაატა მხეიძემ.

30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ ყურადღება რუსთავში არსებულ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კლინიკების თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურა და სერვისის ხელმისაწვდომობა მისი სამოქმედო გეგმის ნაწილი გახდება.

"რუსთავის სამედიცინო პერსონალი ყოველთვის აკმაყოფილებდა მაღალ სამედიცინო სტანდარტებს, ჩვენ კვალიფიციურ მედიკთა დეფიციტი არასოდეს გვქონია, თვალნათელია, რომ წარმატებით მიმდინარეობს არსებული სამედიცინო დაწესებულებების განახლების პროცესი. ჩვენი პროგრამის პრიორიტეტულ თემად დავისახავ, რომ მაღალი ტექნოლოგიების სერვისი ჩვენს ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი და მედიკოსების შრომა მეტად დაფასებული", - აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც უბნებზე, ასევე ორგანიზაცია-დაწესებულებებში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.