რეკლამა
კობერიძე - "ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეეწყოს ხელი მუშაობაში (R)
FaceBook
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მუხიანი-გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში გლდანის პირველ მიკრორაიონში მომუშავე მცირე მეწარმეები მოინახულა.

ლევან კობერიძემ მათ საკუთარი წარსულისა და მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა. "მე ბიზნესიდან მოვდივარ და ძალიან კარგად მესმის თითოეული თქვენგანის როლი ეკონომიკაში. თქვენ კიდევ უფრო მეტად გჭირდებათ გვერდში დგომა იმისათვის, რომ გაძლიერდეთ და რაც შეიძლება მალე იგრძნოთ კეთილდღეობა, რომელსაც საკუთარი დაუღალავი შრომითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნით."

მაჟორიტარობის კანდიდატმა მეწარმეებს მთავრობის ეკონომიკური პროგრამა გააცნო და მომავალში თითოეულ მეწარმეს გვერდში დგომას დაჰპირდა.

"ახალი საგადასახადო მოდელი ,რომელიც პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია და 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა. ძირითადი ცვლილება ეხება მოგების გადასახადის გაუქმებას. რომლის ხარჯზე წლიურად, დამატებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება ქართულ ეკონომიკაში და ამ საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციით ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ლევან კობერიძის თქმით: ასევე უნდა განვავითაროთ და დავხვეწოთ მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები, ჩვენ უკვე შევქმენით " სტარტაპ ჯორჯიას"ფონდი რომლის მეშვეობითაც უამრავი ახალი ბიზნეს იდეა ფინანასდება. ამ ბიზნესების თუნდაც მცირე ნაწილის წარმატებაც კი ასმაგ, ათასმაგ ეფექტს მოგვცემს ეკონომიკაში. ეს მსოფლიო გამოცდილებაა. " განაცხადა ლევან კობერიძემ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.