"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამგორის რაიონის მე-13
ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი
მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იგი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ
მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას
განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები
გააცნო და მათი თხოვნები მოისმინა.
"ჩვენ ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან და კარგად
ვიცნობთ თქვენს პრობლემებს, მე მზად ვარ მოვისმინო და გავიზიარო ყველა
ის თხოვნა, რაც დღეს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ამ
პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს",- განაცხადა დეპუტატობის
კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები