რეკლამა
გელა სამხარაული ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის მოსახლეობას შეხვდა (R)
FaceBook
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ოჟიოს, კოღოთოსა და ალავერდის ამომრჩევლებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა, როგორც გლობალურად სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროგრამებზე, ასევე იმ ლოკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სოფლების მასშტაბით განხორციელდა.

"მესმის, რომ პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ შედეგი აუცილებლად დადგება. მთავარია კომუნიკაციას აქტიური ფორმა მივცეთ, რომ ადგილზე არსებულ გამოწვევებს უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ და საკითხების ნორმალიზება მოსახლეობის ინტერსების შესაბამისად მოხდეს ",- განაცხადა გელა სამხარაულმა.

დეპუტატობის კანდიდატმა განმარტებები სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებითაც გააკეთა.

"შემწეობის დანიშვნის საკითხი პოლიტიკური კონტექსტიდან გამოვიდა და ახლა მეტ დახმარებას იღებენ ისინი, ვისაც ეს რეალურად სჭირდება, მაშინ, როცა წინა წლებში დახმარების მიმღებთა ოდენობა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში იზრდებოდა. ეს მონაცემები კიდევ ერთხელ გადაიხედება და სტატუსის დაკარგვის მიზეზები საფუძვლიანად განიხილება. არც ერთი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქე დახმარების გარეშე არ დარჩება. ამ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ- ერთი პრიორიტეტია. ზოგადად სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 62,1%-ით, 1 401 8333 500-დან 2 273 000 000-მდე გაიზარდა",-განაცხადა გელა სამხარაულმა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.