“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭის, ლეჩხუმისა და
სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე გლოლას, ჭიორას და
ღების მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ენუქიძემ აღნიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის
უმნიშვნელოვანესია „მთის კანონით“ მონიჭებული შეღავათები,
ახალგაზრდებს სჭირდებათ ხელშეწყობა და კარგი განათლება, მიგრაციის
პროცესი უნდა შეჩრდეს.
კანდიდატმა აღნიშნა, რომ საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს
უწერა-შოვისა და საგლოლო-ღების მიმართულებით გზის ასფალტირებას,
რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 10
000 000 ლარია, ხოლო სოფელ ჭიორაში, მდინარე შხიროლზე აიგო ახალი ხიდი
რომელიიც 700 000 ლარი დაჯდა.
"ინვესტიცია და პროგრესი ჩნდება იქ, სადაც კარგი ინფრასტრუქტურაა. აქ
დაფინანსდება და გაფართოვდება მრავალი საწარმო, გლეხს ექნება
შემოსავალი. ჩვენ ერთარ შევძლებთ ამ ყველაფრის რეალობად გადაქცევას.
მე ვიქნები თქვენი ხმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ყოველთვის
დიდი სიხარულით ვხვდები ონის მოსახლეობას - ახალგაზრდებს, მოხუცებს და
შუახნის ხალხს. ყველაგან დიდი მოლოდინით და იმედიანად მხვდებიან“, -
აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები