რეკლამა
თემურ ხუბულურმა ამომრჩევლებს ინფრასტრქტურული პროექტები გააცნო (R)
FaceBook
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობას შეხვდა. თემურ ხუბულურმა შეკრებილ ამომრჩევლებს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხთა ნუსხა გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონალურ განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებასა და საპენსიო რეფორმას დაეთმო.

„ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. ასეთი სისტემა ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება“, -აღნიშნა ხუბულურმა.

მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის „ქართული ოცნება“ გეგმავს რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას. 2020 წლამდე დაიგება 800 კმ- ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.

ამასთან, როგორც ხუბულურმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო.

„შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგია (2015-2020), რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება“, - განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.