რეკლამა
"ქართული ოცნების" წევრები "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებს შეხვდნენ (R)
FaceBook
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"-ს წევრები დღეს "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრაზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგნელებმა პლატფორმის წევრებს გააცნეს საარჩევნო პროგრამის ის ნაწილი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უკავშირდება. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინეს.

"დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან". ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ორმოცამდე ორგანიზაციას. ჩვენ საერთო საზრუნავზე გვქონდა პირველი სერიოზული განხილვა. მოგეხსენებათ, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში უკვე არის ცალსახად დეკლარილებული, რომ ჩვენ ვიმუშავებთ უფრო ჰუმანურ, ადამიანის უფლებებზე და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკაზე",- განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა მარიამ ჯაშმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

განცხადება ასევე გააკეთა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით,პლატფორმის მხრიდან გამოითქვა იდეა, რომ გაფორმდეს მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან.

"მემორანდუმში ასახული იქნება ის ძირითადი პრინციპები, რა პრინციპებსაც უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით. ჩვენ ტექსტი ჯერ არ გვინახავს, თუმცა გავეცნობით. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამიტომ, უკვე მომავალი პარლამენტი აუცილებლად იმუშავებს ამ საკითხზე",-განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება ასევე გააკეთა "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელმა კოკა ლაბარტყავამ.

"ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" შეხვდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, ისევე როგორც შეხვდა სხვა პოლიტიკურ პარტიებს. გაიმართა საუბარი ნარკოპოლიტიკის სფეროში შესაძლო ჰუმანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთი თანამშრომლობა, რაც ჩ ჰეპატიტის სფეროში წარმატებით განხორციელდა, ასევე წარმატებით განხორციელდება ნარკოპოლიტიკის სფეროში, რითაც ნარკოტიკების მომხმარებლებსა და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი თავის რეალიზებისა და საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება მიეცემათ",-აღნიშნა კოკა ლაბარტყავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.