რეკლამა
ოთარ დანელია - გპირდებით, რომ სასახელო დეპუტატი ვიქნები (R)
FaceBook
ოთარ დანელია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეურნეობასა და დიდი ჭყონში იმყოფებოდა.

ოთარ დანელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობაში გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა.

"მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება, მაქსიმალურად ხელი შევუწყო მოსახლეობის დასაქმებას. ვიცი, რომ თქვენს სოფელში ოდითგანვე ჩაის კულტურა იყო განვითარებული, დღეს კი განადგურებულია. სამეგრელოს ამ კუთხით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც გპირდებით, რომ აუცილებლად გამოვიყენებთ. საქართველო ჩაის იმპორტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

გარდა ამისა, გავაუმჯობესებთ და გავაფართოვებთ მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს და პირადად ვიზრუნებ სოფლის მეურნეობის ყველა ტრადიციული დარგის ასაღორძინებლად.

გულწრფელად გპირდებით, თავს არ დავზოგავ, რომ თქვენი სასახელო დეპუტატი ვიყო საქართველოს პარლამენტში" - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ყოფილ თანაგუნდელს მიესალმა და წარმატებები უსურვა მოქმედმა მინისტრმა სოზარ სუბარმა: " ოთარ დანელიამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს თქვენს მანდატს პარლამენტში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება მომდევნო 4 წელიწადში გააკეთებს იმდენს, რამდენიც უკანასკნელ 25 წელიწადში არ გაკეთებულა. ამის თქმის საშუალებას ჩემი მეგობრის, ოთარის შემართება მაძლევს, რომელიც საქმეზე ორიენტირებული, მიზანდასახული პიროვნებაა. მჯერა, ის აუცილებლად გაიმარჯვებს".

მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდი ჭყონის მაცხოვრებლებს გზის რეაბილიტაციის, ამბულატორიის შენობისა და ბაგა-ბაღის აშენების პირობაც მისცა. ადგილობრივებმა ოთარ დანელიას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.