რეკლამა
ცოტნე ზურაბიანი ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა (R)
FaceBook
10-წლიანი შესვენების შემდეგ, წყალტუბოში პროგრამა "ახალგაზრდული პარლამენტი" განახლდა. ახალგაზრდულ პარლამენტი წყალტუბოს ყველა თემიდან ახალგაზრდებით, წარჩინებული მოსწავლეებითა და სტუდენტებით არის დაკომპლექტებული.

პირველი შეხვედრა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული პარლამენტის ყოფილ წევრებთან გაიმართა. მათ შორის იყო "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანიც. "ჩემს დროს ახალგაზრდული პარლამენტი იყო ძალიან აქტიური. სკოლის დატვირთულ რეჟიმთან ერთად, ბევრ საინტერესო პროგრამას ვახორციელებდით. პარლამენტში ყოფნის პერიოდმა მომცა ის უნარ–ჩვევები, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს პარლამენტი იქნება უკეთესი, ვიდრე ჩვენი იყო წლების წინ", - აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა. პროგრამის "ახალგაზრდული პარლამენტი" მიზანია ახალგაზრდებისთვის დემოკრტიული ფასეულობების ჩამოყალიბება, ლიდერის თვისებების გამომუშავება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გამართავენ საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს წყალტუბოს მასშტაბით.

--
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აქცია
13:41 / 11.10.2024
აქცია "ბოლო შანსი", ორბი ჯგუფის ახალ პროექტში! პირველი 80 აპარტამენტი, მხოლოდ $19 500-ად უკვე აშენებულ Comfort by Orbi-ში!
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი
გათამაშება დაიწყო.
11:42 / 09.10.2024
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.