“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ბოხვაურის მოსახლეობას
შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და
სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„ეს სოფელი მდინარეების - ბჟუჟის და ნატანების შუამდინარეთია, ძლიერი
ოჯახებით და შესაძლებლობებით. თქვენ პოლიტიკაში კარგად ერკვევით და
მჯერა, რომ ხმას მისცემთ მომავლის ლიდერებს და სწრაფ განვითარებას. 9
ოქტომბრიდან მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიკაპიწო ხელები და ახალი
სამეწარმეო პროექტები შევთავაზოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას”, -
მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
გაზრდა და გაძლიერება იქნება
მასალის გამოყენების პირობები