“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მე-2 ოლქის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე, საარჩევნო კამპანიის
ფარგლებში, მცირე მეწარმეებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ხელისუფლების მიერ შემუშავებული 4-პუნქტიანი
გეგმის გაცნობა იყო.
აღნიშნულ გეგმაში ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შედის დ მისი მიზანი
მცირე ბიზნესის გავითარება და მეწარმეების მხარდაჭერაა.
გეგმის გაცნობის შემდეგ ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა მეწარმეებისგან წინადადებები მოისმინა, თუ კიდევ რა
ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან, რათა მაქსიმალურად
წახალისდეს მცირე და საშუალო ბიზნესი.
მასალის გამოყენების პირობები